წყალმომარაგების სისტემის ისტორია

წყალმომარაგების სისტემები ურბანული გარემოს და შენობების განუყოფელი ნაწილია. საყოფაცხოვრებო თუ სამრეწველო მიზნით, წყლის სისტემები მუდმივად გადაჯაჭვულია ადამიანების ცხოვრებასთან.

თანამედროვე წყლის სისტემები, სხვადასხვა მასალის გაყვანილობის – მეტალისა თუ  პლასტიკის მილების და განსხვავებული დანიშნულების მოწყობილობებისგან შედგება. რომლებიც, ერთიანობაში ქმნიან კომფორტულ გარემოს ადამიანისთვის.

საინტერესოა, როგორი იყო წყლის სისტემები ძველად.

საქართველოში წყლის სისტემებს საკმაოდ ადრეული პერიოდიდან იყენებდნენ დასახლებულ ადგილებში.

მაგალითისთვის, ვარძიაში 3,5 კმ სიგრძის წყალსადენი გამოყვანილი იყო, სოფელ ზედა ვარძიიდან. რომლის ნაწილიც კლდეში გაკაფულ გვირაბებშია გაკეთებული, წყალი კერამიკული მილების მეშვეობით შემოდიოდა კომპლექსში, ხოლო მილებისთვის სპეციალური ღარები იყო შექმნილი. გარდა ამისა კერამიკისგან დამზადებული საკონტროლო რეზერვუარები ქმნიდნენ მარაგებს. ხოლო