NASA-ს ყელსაბამი, რომელიც სახეზე შეხების უფლებას არ მოგცემთ!

თუ კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, ვერ აკონტროლებთ თავს და დღის მანძილზე ხშირად ეხებით ხელით სახეს, ნასამ თქვენთვის ახალი მოწყობილობა შექმნა. ,,პულსი,, ყელსაბამია, რომელიც ვიბრაციით რეაგირებს მაშინ, როცა თქვენი ხელი სახეს უახლოვდება და ამით გახსენებთ, რომ არ შეეხოთ სახეს.

 

იქიდან გამომდინარე, რომ ნასას არ გააჩნია რაიმე მაღაზია, სადაც მათ მიერ ლაბორატორიებში შექმნილ ნივთებს შეიძენდით, ,,პულსი,, სრულიად ხელმისაწვდომია ყველასთვის. მხოლოდ და მხოლოდ რაც გჭირდებათ, ეს არის 3დ პრინტერი და საჭირო ძრავი, ელემენტი და სხვა აქსესუარები მოწყობილობის მისაღებად.

 

ასე რომ, თუ ეს ყველაფერი თქვენთვის ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ მიჰყვეთ ინსტრუქციას და საკუთარი ხელით დაამზადოთ ნივთი, რომელიც საკუთარი ხელებისგანვე დაგიცავთ!

 

 

 

Share on facebook
Share on Facebook
Share on twitter
Share on Twitter
Share on linkedin
Share on Linkdin
Share on pinterest
Share on Pinterest
ka_GEGeorgian