აბა შენ იცი სახლო – კაციც შენა ხარ და ქალიც!

შესაძლოა,  ისეთი საპასუხისმგებლო საქმეები, როგორიცაა გამოცდაზე თუ საქმიან შეხვედრაზე წასვლა, ან თუნდაც ძაღლის გასეირნება ვერ ანდოთ - თუმცა, თქვენს სახლს ნამდვილად შეუძლია მრავალი საქმის საკუთარ თავზე აღება და დავალებების მაქსიმალური სიზუსტით შესრულებაც! რა თქმა უნდა თუ ამას Control4-ს მიანდობთ!

 

Control4 ამერიკული კომპანიაა, რომლის ანგარიშზეც მსოფლიო მასშტაბით 400 000 ჭკვიანი სახლი და 15 მილიონი დაკავშირებული ელექტრო მოწყობილობაა.

 

Control4-ის სისტემა, შეგიძლიათ დააკავშიროთ დაახლოებით 15 000 სხვადასხვა ბრენდის და დანიშნულების დივაისთან. რომლებიც დაკავშირებულია კლიმატკონტროლთან, ვიდეო მეთვალყურეობასთან, განათებასთან და ელექტროობასთან, დაშვებისა და შეღწევის საწინააღმდეგო სისტემებთან და ეს ყველაფერი მართოთ 1 პულტის გამოყენებით.

 

 

იმერსიული აუდიო სისტემის მეშვეობით, შეგიძლიათ სახლის ნებისმიერ ოთახში უსმინოთ და შეცვალოთ მუსიკა, მართოთ ხმის მოცულობა ან სტუმარს მისცეთ მართვის ფუნქცია საკუთარი ტელეფონის მეშვეობით.

 

მართეთ Lighting თითის 1 შეხებით. დააყენეთ ტაიმერზე რომ თავისით გამოირთოს სასურველ დროს.  ეფექტურ ნათებასთან ერთად, თქვენ გაქვთ ენერგოეფექტური სისტემა, რომელიც ზოგავს ენერგიას და ითიშება მაშინ, როცა ოთახში არავინაა.

 

ტემპერატურა მარტივად შეგიძლიათ გააკონტროლოთ საკუთარი ტელეფონიდან თუ პლანშეტიდან. უსადენო თერმოსტატი უზრუნველყოფს თანმიმდევრულ ტემპერატურასა და ტენიანობის დონეს. ასევე მართავთ წყლის ტემპერატურას - სახლის წყლის სისტემებსა თუ აუზში.

მომართეთ ფანჯრის ჟალუზები ამინდის მიხედვით და შექმენით მყუდრო გარემო განათებასთან ერთად. და თუკი სიმყუდროვეს კარზე კაკუნი დაგირღვევთ, სავარძლიდან წამოდგომის გარეშე მარტივად ნახავთ ვინ დგას კართან და 1 შეხებით შეძლებთ კარის გაღებას ან უბრალოდ სტუმართან საუბარს - მაღალი ხარისხის ვიდეო ინტერკომის მეშვეობით.

 

სახლში არსებული სხვადასხვა სისტემები, მუდმივად კავშირშია თქვენთან. ტელეფონის მეშვეობით მიიღებთ შეტყობინებებს სახლში არასანქცირებული შესვლის ან რაიმეს დაზიანების შესახებ.

 

რომ შევაჯამოთ, Control-4 -ის ჭკვიანი სახლის სისტემა გთავაზობთ:

  • კომფორტს და მოხერხებულობას
  • უსაფრთხოებას და დაცულობას
  • მუდმივ წვდომას - ნებისმიერი წერტილიდან
  • გართობას
  • ჭკვიან და ელეგანტურ ნათებას
  • მეგობრულ და მრავალფეროვან ინტერფეისს.
NTS Control4-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ჩვენი სერტიფიცირებული სპეციალისტები დაგეხმარებიან დააპროექტოთ სახლის ჭკვიანი სისტემები ისე, რომ თქვენს მოთხოვნებს საუკეთესოდ პასუხობდეს.
დაგვიკავშირდით და მიიღეთ კონსულტაცია ჭკვიან სახლთან დაკავშირებით!

 

Share on facebook
Share on Facebook
Share on twitter
Share on Twitter
Share on linkedin
Share on Linkdin
Share on pinterest
Share on Pinterest
en_USEnglish
ka_GEGeorgian en_USEnglish