Chellange accepted – როგორ გაუმკლავდა NTS კოვიდ-19-ის გამოწვევას!

ძალიან ბევრი შეიძლება წაიკითხოთ თუ მოისმინოთ გაურკვეველი სიტუაციების მართვისა და  ანტიკრიზისული მოკლევადიანი გეგმების შესახებ. თუმცა, რეალობაში სწორი რეაგირება და ადექვატური პასუხი გამოწვევებთან ყოველთვის იოლი არ არის ხოლმე.

პანდემიამ, რომელიც  უცებ დაგვატყდა და საკუთარი წესები მოგვახვია თავს, სწრაფად შეცვალა სიტუაცია ყველა მიმართულებით და ცხადია ბუნდოვანი გახადა მომავალი. ეს პროცესი ყველა სფეროს შეეხო და აისახა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ამ მხრივ, NTS-იც არ ყოფილა გამონაკლისი და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ყოველთვის აქვს დასახული გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიები, სასწრაფოდ საჭირო გახდა ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომლითაც კომპანია გაუმკლავდებოდა არსებულ ვითარებას.

ჩვენი ერთ-ერთი პროექტის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მნიშვნელობიდან გამომდინარე არ შეჩერებულა. შესაბამისად, NTS-მაც შეიმუშავა კრიზისული გეგმა - საგანგებო სიტუაციაში მუშაობის შეფერხების გარეშე გასაგრძელებლად.

პირველ რიგში, აქცენტი გავაკეთეთ თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე და მათი ემოციური სიმტკიცის შენარჩუნებაზე. გაურკვეველი მომავლის შიში ხომ ის გრძნობაა, რომელიც პირველ რიგში გვეუფლება ადამიანებს მსგავსს სიტუაციებში.

ამ დროს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღია კომუნიკაცია თანამშრომლებთან. სიტუაციის შეფასება მათთან ერთად და გუნდური მუშაობის პრინციპით ახალი სტრატეგიის შემუშავება.

იმის გარდა, რომ დავიწყეთ ყველა რეგულაციის, რეკომენდაციისა და რჩევის გათვალისწინება, რომელიც მოწოდებული იყო ეპიდემიოლოგების მიერ. ბექ-ოფისი მთლიანად გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, რათა მაქსიმალურად შეგვემცირებინა საფრთხის რისკი სამუშაო სივრცეში.

მთავარი, რაც კომპანიის ფუნქციონირებისთვის შესაძლოა შემაფერხებელი ფაქტორი გამხდარიყო საგანგებო სიტუაციაში,  იყო ლოჯისტიკის მოშლის რისკი.  ამ მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა და ლოჯისტიკის სწორმა მართვამ, NTS-ის გუნდს მოსალოდნელი საფრთხე ასტეროიდ ,,1998 OR2,,-ვით აარიდა.

ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი გახლდათ: მარაგების შექმნა, იმისთვის რომ ობიექტზე საჭირო მასალები ყოფილიყო ხელმისაწვდომი და გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოები არ გამხდარიყო დამოკიდებული მომწოდებლების დროებით დახურვაზე. უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის აუცილებელი და საჭირო ინვენტარის შეძენა - რომ ობიექტებზე მომუშავე ოსტატებს ჰქონოდათ დაცული გარემო. მათთვის ტრანსპორტის უზრუნველყოფა - ობიექტამდე და უკან სახლში. ყველა თანამშრომლის მუდმივი ჩართულობა და კონტაქტზე ყოფნა - სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებისა და ყოველდღიური ვიდეოკონფერენციების მეშვეობით და ა.შ

დღეს ყველა მხრიდან გვესმის, რომ სამყარო არასდროს იქნება ისეთი როგორიც იყო. ყველა სფერო ცვლილებების წინაშე დგას, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება თუ მეცნიერება. ასეთ დროს გირჩევთ არ დაივიწყოთ მთელი სურათის აღქმის უნარი და ეცადეთ მაქსიმალურად კონცენტრირდეთ საქმეზე, იმისათვის რომ ერთად შევძლოთ კრიზისებთან გამკლავება, სიახლეებთან ადაპტაცია და არ შევიწყვიტოთ განვითარება.

Share on facebook
Share on Facebook
Share on twitter
Share on Twitter
Share on linkedin
Share on Linkdin
Share on pinterest
Share on Pinterest
ka_GEGeorgian
en_USEnglish ka_GEGeorgian