დაავადებული შენობის სინდრომი

გიფიქრიათ რა როლს თამაშობს ოფისის კლიმატი თანამშრომლების პროდუქტიულობაზე?

დაავადებული შენობის სინდრომი მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომლითაც ხშირად იტანჯებიან შენობაში მომუშავე ადამიანები. ეს პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა შენობის შიგნით განათებისა და ჰაერის ხარისხი არ არის ნორმაში.

ჰაერის ხარისხზე პასუხისმგებელია გათბობის, გაგრილებისა და კონდიცირების (HVAC) სისტემები. როდესაც სისტემაში ხარვეზია, არ არის სწორი პროექტირებით შესრულებული და ვერ პასუხობს სათანადოდ შენობის მოთხოვნებს, თავს იჩენს დაავადებული შენობის პრობლემა.

როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები:

დაავადებული შენობის სიმპტომები ერთი შეხედვით გავრცელებული და ზოგადი ჩივილებია: ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (თვალის, ცხვირის და ყელის გაღიზიანება), ნეიროტოქსიკური ეფექტები (თავის ტკივილი, დაღლილობა და გაღიზიანება), ასთმის და ასთმის მსგავსი