თუ ჯერ არ გსმენიათ შენობის ავტომატიზაციისა თუ შენობის მართვის სისტემის შესახებ, რომელსაც შემოკლებით BMS-ს უწოდებენ, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს – შენობას, რომელიც თქვენს განკარგულებაშია, ენერგიის 70%-მდე დაზოგვის უზარმაზარი პოტენციალი აქვს! სწორედ ამიტომ, თანამედროვე სამყაროში სულ უფრო ხშირად იყენებენ შენობების მართვის სისტემებს. ცენტრალიზებული მართვის სისტემა დაგიზოგავთ მომსახურების დროს და დაგაზღვევთ ინფრასტრუქტურის გაუმართაობით გამოწვეული სირთულეებისგან.