შექმენი უსაფრთხო გარემო HVAC სისტემებთან ერთად
გათბობა, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემები (HVAC), ორიენტირებულია დახურულ სივრცეში მეტი კომფორტისა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ შენობების შიგნით ჰაერისა და კლიმატის საჭირო ხარსისხს, თერმოდინამიკისა და სითბოს გადაცემის პრინციპებზე დაფუძნებით. ჯანსაღი გარემო პირობების შესაქმნელად მნიშვნელოვანია ნორმალური ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნება შენობებში.
BMS-ით HVAC სისტემების მართვა ბევრად უფრო მარტივია და ამავდროულად მნიშვნელოვნად ამცირებს შენობის კომუნალურ ხარჯებს. HVAC სისტემები აკონტროლებენ ჰაერის გაცვლისა და შიდა ცირკულაციის პროცესს, რაც გულისხმობს ტემეპერატურის, ჟანგბადის შევსების, ტენიანობის, სუნის, კვამლის, სიცხისა და მტვრის ნაწილაკების მონიტორინგს/კონტროლს დახურულ სივრცეში.