რატომ იყენებს აქტიურად BMS-ს თანამედროვე მსოფლიო

ენერგოეფექტური - ეს სიტყვა ხშირად გვესმის გარშემო და მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება შენობების ენერგოეფექტურად ქცევა.
მოსახლეობის მიერ ენერგიის ჭარბი მოხმარების შესამცირებლად, რაციონალური მოხმარების კულტურა და საყოფაცხოვრებო ჩვევები მნიშვნელოვანია. თუმცა, ასევე აუცილებელია, რომ კომერციული შენობები თუ დიდი საწარმოები იყვნენ ენერგოეფექტურები. გარდა მშენებლობისას გათვალისწინებული სტანდარტებისა, ამ მხრივ მნიშვნელოვანია - შენობების მართვის სისტემის - BMS-ის არსებობა . რომელიც, ენერგორესურსის მოხმარების ხარჯებს 30%-მდე ამცირებს, შენობის ყველა სისტემის ერთი წერტილიდან და ეფექტურად მართვის მეშვეობით.  BMS შესაძლებლობას გაძლევთ, აკონტროლოთ და მონიტორინგი გაუწიოთ შენობის მექანიკურ და ელექტრონულ სისტემებს, როგორებიცაა: ვენტილაცია, განათება, მძლავრი სისტემები, სახანძრო უსაფრთხოება, უსაფრთხოების სისტემები და ა.შ.
შედეგად, შეგიძლიათ შეამციროთ და აკონტროლოთ დანახარჯები.
მაგალითისთვის, აშშ-ს მთლიანი ენერგიის ხარჯში - BMS-ით დაზოგილი ენერგია 8%-ს შეადგენს. BMS -ის მეშვეობით წვდომა გაქვთ სრულ სურათთან, თუ რა ხდება შენობაში და გარდა ამისა, გაქვთ:

ოთახების ინდივიდუალურად კონტროლის შესაძლებლობა.
ენერგიის მოხმარების ეფექტური მონიტორინგი.
დაგეგმვის შესაძლებლობა.
შენობაში მიმდინარე პროცესების შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია.
პრობლემის მყისიერი გამოვლენის შესაძლებლობა.

შენობების ავტომატიზაცია თანამედროვე გადაწყვეტილებაა!

NTS- ის პარტნიორი შენობების ავტომატიზაციის სისტემების მიმართულებით, გერმანული კომპანია DEOS- ია. რომელიც 50 წელზე მეტია გვთავაზობს ინოვაციურ გადაწყვეტებს ტექნოლოგიების სფეროში!

#MadeinGermany

Share on facebook
Share on Facebook
Share on twitter
Share on Twitter
Share on linkedin
Share on Linkdin
Share on pinterest
Share on Pinterest
ka_GEGeorgian
en_USEnglish ka_GEGeorgian