დაავადებული შენობის სინდრომი

გიფიქრიათ რა როლს თამაშობს ოფისის კლიმატი თანამშრომლების პროდუქტიულობაზე?

დაავადებული შენობის სინდრომი მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომლითაც ხშირად იტანჯებიან შენობაში მომუშავე ადამიანები. ეს პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა შენობის შიგნით განათებისა და ჰაერის ხარისხი არ არის ნორმაში.

ჰაერის ხარისხზე პასუხისმგებელია გათბობის, გაგრილებისა და კონდიცირების (HVAC) სისტემები. როდესაც სისტემაში ხარვეზია, არ არის სწორი პროექტირებით შესრულებული და ვერ პასუხობს სათანადოდ შენობის მოთხოვნებს, თავს იჩენს დაავადებული შენობის პრობლემა.

როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები:

დაავადებული შენობის სიმპტომები ერთი შეხედვით გავრცელებული და ზოგადი ჩივილებია: ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (თვალის, ცხვირის და ყელის გაღიზიანება), ნეიროტოქსიკური ეფექტები (თავის ტკივილი, დაღლილობა და გაღიზიანება), ასთმის და ასთმის მსგავსი სიმპტომები (გულმკერდის შებოჭილობა და ხიხინი), კანის სიმშრალე და გაღიზიანება, კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოშლა და ა.შ.

მნიშვნელოვანია, რომ შენობაში დასაქმებული ადამიანების პროდუქტიულობა და ჯანმრთელობა იყოს დაცული. რაც ორგანიზაციის წარმატებისთვის აუცილებელია.
ამიტომ, ახალი ოფისის მოწყობისას, თუ არსებულის შემთხვევაში, ტოპ- მენეჯერებმა განსაკუთრებით უნდა გაამახვილონ ყურადღება შიგნით მომუშავე ადამიანების კომფორტზე. თუ ჩივილები და სიმპტომები თანამშრომლების ნაწილს აწუხებს, მარტივია ამოვიცნოთ დაავადებული შენობის სინდრომი და მივმართოთ HVAC სისტემების სპეციალისტებს, იმისთვის რომ აღმოვფხვრათ პრობლემა შენობაში და გავზარდოთ ჰაერის ხარისხი მის შიგნით.

DEOS - გერმანული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზდება შენობისა და შენობის სისტემების ავტომატიზაციის მიმართულებით. NTS - როგორც DEOS-ის პარტნიორი, გთავაზობთ ,,OPENdynamics,, ვენტილაციის კონტროლისა და ,,human centric lighting,, განათების კონტროლის სისტემებს. რაც დაგეხმარებათ, ეფექტურად მართოთ შენობა და გაზარდოთ თანამშრომლების პროდუქტიულობა - თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით!

Share on facebook
Share on Facebook
Share on twitter
Share on Twitter
Share on linkedin
Share on Linkdin
Share on pinterest
Share on Pinterest
ka_GEGeorgian
en_USEnglish ka_GEGeorgian