ჩვენს შესახებ

შპს „NTS“ დაარსდა 2011 წელს. ჩვენ ვართ პროფესიონალთა კარგად ორგანიზებული გუნდი, მდიდარი აღჭურვილობითა და მრავალწლიანი გამოცდილებით. ჩვენი კომპანიის მთავარი კრედოა ცოდნის მუდმივი განახლება, ამისათვის ჩვენ მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში და არასოდეს ჩამოვრჩებით მეცნიერულ და ტექნოლოგიურ პროგრესს. ჩვენი მუშაობის სტილი გულისხმობს სამუშაოს წინასწარ დეტალურ დაგეგმვას და რისკების მაქსიმალურად გამორიცხვას. ჩვენს გუნდს აქვს უნარი გადაჭრას ნებისმიერი სირთულის ამოცანა და განახორციელოს არასტანდარტული პროექტები. სამუშაოს დასრულების შემდეგ ჩვენ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვაგრძელებთ კლიენტებთან თანამშრომლობასა და მათ კონსულტირებას.

ჩვენი კომპანიის საქმიანობა მოიცავს:

  • შენობის სრულ ავტომატიზაციას – BMS (Building Management System);
  • შიდა და გარე ელექტრო გაყვანილობებით უზრუნველყოფას;
  • უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟებას;
  • ლოკალური ქსელის მოწყობას სადენით და უსადენო კავშირით;
  • გახმოვანების სისტემებით უზრუნველყოფასა და პროექციას;
  • სატელეფონო სადგურის მოწყობას;
  • ავტომატური ხანძარქრობის სისტემების დამონტაჟებას;
  • სასტუმრო ნომრების მართვას;
  • ელექტრო ენერგიის ხარჯვის აღრიცხვასა და მართვას;
  • ქსელებისა და მართვის პანელის სრულ პროგრამულ მხარდაჭერას.