ილონ მასკი TESLA-ს ახალი ქარხნის პირველ ფოტოებს ასაჯაროვებს!

თუ არ იცოდით, ბერლინის გარეუბანში ამჟამად Tesla- ს მასშტაბური ქარხანა შენდება. ილონ მასკის მიერ დღეს გასაჯაროვებული რენდერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება!

მასკმა ქარხნის შესახებ რამდენიმე დეტალიც გააზიარა, თუმცა ძნელი სათქმელია, მისი რომელი ნაწილია ხუმრობა და რომელი სერიოზულად ნათქვამი.

ქარხანა მოიცავს საცურაო აუზს და სახურავზე არსებულ შიდა და გარე გამოყენების ,,rave’’ სივრცეს. მასკმა ასევე დაადასტურა, რომ სახურავზე მართლაც მზის პანელებია განლაგებული.

Tesla- ს გიგა ქარხანა ბერლინი-ბრანდერბურგი 2019 წლის ნოემბერში გამოცხადდა, როგორც კომპანიის გეგმის ნაწილი, რომლითაც ის მნიშვნელოვნად გაზრდის წილს ევროპაში.

ახალი ქარხანა 2021 წელს ამოქმედდება. თავდაპირველად ყურადღება გამახვილდება Model Y წარმოებაზე. ტესლა ამბობს, რომ კვირაში 10,000 მანქანის წარმოება იგეგმება.

ეს Tesla– ს მეოთხე ქარხანა იქნება - ნიუ – იორკის, ნევადასა და შანხაის ქარხნების შემდეგ.

Share on facebook
Share on Facebook
Share on twitter
Share on Twitter
Share on linkedin
Share on Linkdin
Share on pinterest
Share on Pinterest
ka_GEGeorgian
en_USEnglish ka_GEGeorgian