წყალმომარაგების სისტემის ისტორია

წყალმომარაგების სისტემები ურბანული გარემოს და შენობების განუყოფელი ნაწილია. საყოფაცხოვრებო თუ სამრეწველო მიზნით, წყლის სისტემები მუდმივად გადაჯაჭვულია ადამიანების ცხოვრებასთან.

თანამედროვე წყლის სისტემები, სხვადასხვა მასალის გაყვანილობის - მეტალისა თუ  პლასტიკის მილების და განსხვავებული დანიშნულების მოწყობილობებისგან შედგება. რომლებიც, ერთიანობაში ქმნიან კომფორტულ გარემოს ადამიანისთვის.

საინტერესოა, როგორი იყო წყლის სისტემები ძველად.

საქართველოში წყლის სისტემებს საკმაოდ ადრეული პერიოდიდან იყენებდნენ დასახლებულ ადგილებში.

მაგალითისთვის, ვარძიაში 3,5 კმ სიგრძის წყალსადენი გამოყვანილი იყო, სოფელ ზედა ვარძიიდან. რომლის ნაწილიც კლდეში გაკაფულ გვირაბებშია გაკეთებული, წყალი კერამიკული მილების მეშვეობით შემოდიოდა კომპლექსში, ხოლო მილებისთვის სპეციალური ღარები იყო შექმნილი. გარდა ამისა კერამიკისგან დამზადებული საკონტროლო რეზერვუარები ქმნიდნენ მარაგებს. ხოლო ჯამში, მოწოდებული წყალი დაახლოებით 50 000 ადამიანისთვის იყო გათვლილი.

 

 

 

ანტიკურ საბერძნეთში, კრეტაზე ძვ.წ. Მე-18 საუკუნეში უკვე გვხვდება დახურული თიხის მილებით გაყვანილი წყლის სისტემები. ეს გახლდათ ერთ-ერთი პირველი დახურული მილების გაყვანილობა. Სუფთა წყლის შემომტანი და სანიტარული წყლის გამწმენდი სისტემები. Სპეციალურად მოწყობილი კანალიზაციის სისტემა - Წყალდიდობისას ზედმეტი წყლის დაგროვების და დატბორვის თავიდან ასაცილებლად.

 

 

 

Ანტიკურ რომში ურთულესი საკანალიზაციო ქსელი და დახურული წყლის სისტემები გვხვდება. Აშენებული Აკვედუკების მეშვეობით, ქალაქი და გარნიზონი მარაგდებოდა სუფთა წყლით გარედან, რომელიც გამოიყენებოდა როგორც ქუჩებში ფანტანების მოსამარაგებლად, ასევე კერძო სახლებსა და აბაზანებში მუდმივი წყლისთვის არსებობისთვის. Შიდა ქსელისთვის გამოიყენებდნენ ტყვიის მილებს, თუმცა მუდმივად გამდინარე წყალი ამცირებდა ტყვიით მოწამვლის რისკს.

Წყალმომარაგების სისტემები დღეს ამ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებებს აერთიანებს და ქმნის მაქსიმალურ კომფორტს ადამიანებისთვის. Წყლის სისტემების მოწყობისას, მნიშვნელოვანია სწორად გათვლილი და დაგეგმილი პროექტი და მისი შესრულება რა თქმა უნდა პროფესიონალების მიერ.

NTS -ის გუნდს ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ჩვენი სერვისი აერთიანებს სრულ ჯაჭვს - პროექტირება - შესრულება და მონიტორინგი.

Share on facebook
Share on Facebook
Share on twitter
Share on Twitter
Share on linkedin
Share on Linkdin
Share on pinterest
Share on Pinterest
ka_GEGeorgian
en_USEnglish ka_GEGeorgian